Accessibility links

logo-print

თურქმენეთი გაზის ექსპორტის დივერსიფიკაციის გეგმის ერთგული დარჩება


თურქმენეთის მედიის ცნობით, პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვს განზრახული აქვს, გაზის საექსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაცია მოახდინოს. “ნავთობის, გაზის, ელექტროსფეროსა და გეოლოგიის მუშაკთა” დღეს, ბერდიმუჰამედოვმა განაცხადა, რომ ჩინეთში, პაკისტანში, ასევე ინდოეთში ავღანეთის გავლით და ევროპის კავშირის მხარდაჭერით დაგეგმილი “ნაბუკოს“ მილსადენის გზით, გაზის ექსპორტის პროექტებს დიდი მომავალი აქვს. მისივე თქმით, თურქმენეთს აქვს გაზის დიდი მარაგი იმისთვის, რომ ხელი მოაწეროს ამ პროექტების შესახებ გრძელვადიან შეთანხმებებს.
XS
SM
MD
LG