Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი თვლის, რომ მოლაპარაკება ბირთვულ პროგრამაზე “შესაძლებლობაა”


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მანუჩერ მოტაკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ბირთვულ პროგრამაზე მსოფლიო სახელმწიფოებთან თეირანის მოლაპარაკება “შესაძლებლობაა”. განცხადება, როგორც ჩანს, გაფართოებაა თეირანის წინადადებისა, დასავლეთთან გლობალური გამოწვევების შესახებ იმსჯელოს. მოტაკის თქმით, თეირანის წინადადების მიუხედავად, მისი ქვეყანა განაგრძობს ბირთვული პროგრამის რეალიზებას. მოტაკის თანახმად, თეირანი ვერ წავა კომპრომისზე იმაში, რაც მისი ხელშეუვალი უფლებაა. აშშ-მა იმედი გამოთქვა, რომ ის და მისი საერთაშორისო პარტნიორები ახლო მომავალში შეძლებენ ირანთან მოლაპარაკების გამართვას, რათა განისაზღვროს, მართლაც სურს თუ არა ისლამურ რესპუბლიკას, სერიოზულად იმსჯელოს ირანის ბირთვულ პროგრამასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის ფილიპ კრაულის განცხადებით, მართალია, ირანის შეთავაზება საერთაშორისო მოლაპარაკების გამართვის თაობაზე „გამაწბილებელი“ იყო, რადგან არ შეიცავდა ბირთვული საკითხის განხილვის კონკრეტულ წინადადებას, მაგრამ ის მაინც იძლევა შანსს, თეირანთან უშუალო დიალოგი დაიწყოს. თუმცა, კრაულიმ დასძინა, რომ თუ ირანი უარს განაცხადებს, სერიოზულად იმსჯელოს ბირთვული პროგრამის საკითხზე, აშშ და მისი პარტნიორები (გაეროს უშიშროების საბჭოს დანარჩენი ოთხი მუდმივი წევრი: რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი, აგრეთვე, გერმანია) შესაბამის დასკვნებს გამოიტანენ.
XS
SM
MD
LG