Accessibility links

logo-print

ვენესუელაში მიწისძვრა მოხდა


ვენესუელაში მოხდა მიწისძვრა, რომლის ძალამ რიხტერის სკალით 6,4 ბალი შეადგინა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არაფერს იტყობინებიან. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი სეისმოლოგებმა დედაქალაქ კარაკასის დასავლეთით, კარიბის ზღვის სანაპიროდან 110 კილომეტრის მანძილზე დააფიქსირეს. თავდაპირველად იტყობინებოდნენ ცუნამის საშიშროების შესახებ, მაგრამ მოგვიანებით გავრცელებულ ცნობებში ამაზე არაფერია ნათქვამი.
XS
SM
MD
LG