Accessibility links

logo-print

ისრაელის პრეზიდენტი საავადმყოფოდან გაწერეს


ისრაელის პრეზიდენტი, შიმონ პერესი, საავადმყოფოდან გაწერეს. შაბათს, ტელ ავივში საჯარო გამოსვლისას, 86 წლის პერესი შეუძლოდ შეიქნა და რამდენიმე წამით, როგორც მისი წარმომადგენელი აცხადებს, გონება დაკარგა, რის შემდეგაც მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი საავადმყოფოში მოათავსეს. იმაზე, თუ რამ გამოიწვია გულის წასვლა, არაფერს იუწყებიან.
XS
SM
MD
LG