Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქირქუქში უცნობმა ქურთი პოლიციელის ოჯახი ამოწყვიტა


ერაყის პოლიციის ცნობით, ქალაქ ქირქუქში, უცნობი პირი შეიჭრა ქურთი პოლიციელის სახლში და დახოცა მისი მძინარე ცოლი და სამი შვილი. ქირქუქი არაბებსა და ქურთებს შორის სადავო ქალაქია. ქურთები მას თავიანთ ისტორიულ დედაქალაქად მიიჩნევენ და სურთ საკუთარ ავტნომიას შეუერთონ ის. ქირქუქელი არაბები ამის წინააღმდეგი არიან. აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლები შიშობენ, რომ დაპირისპირებას არაბებსა და ეთნიკურ ქურთებს შორის მიწის, ნავთობის და ძალაუფლების გამო, ერაყის შემდგომი დიდი კონფლიქტი მოჰყვება.
XS
SM
MD
LG