Accessibility links

logo-print

აშშ-ს ჩინეთი ვაჭრობის სფეროში პროტექციონიზმს აბრალებს


ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ჩან იუმ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ჩინური წარმოების ავტოსაბურავებზე შემოღებული ტარიფები, ვაჭრობაში პროტექციონიზმის მძიმე ფორმას წარმოადგენს და ძირს უთხრის ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობას. მისივე თქმით, ეს არღვევს ვაშინგტონის მიერ “დიდი ოცეულის” სამიტზე ნაკისრ, ვაჭრობის თავისუფლების ვალდებულებას. ადრე აშშ-მა ჩინეთის მისამართით განაცხადა, რომ მიმართავს პროტექციონისტულ პრაქტიკას აშშ-ის საქონლის იმპორტისას. კამათი ორ ქვეყანაში შორის წინ უძღვის შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტ ობამას და ჩინეთის ლიდერ ჰუ ძინტაოს შორის “დიდი ოცეულის სამიტზე”, ამ თვეში.
XS
SM
MD
LG