Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი მზად არის დასავლეთთან მოილაპარაკოს, მაგრამ არა ბირთვულ საკითხებზე


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ ირანი მზად არის მოილაპარაკოს დასავლეთის სახელმწიფოებთან, მაგრამ არა თეირანის უფლებაზე, იქონიოს ბირთვული ტექნოლოგია. “ფარსის” ახალი ამბების სააგენტოს მოჰყავს ირანის პრეზიდენტის ნათქვამი, რომ მშვიდობიანი ბირთვული ტექნოლოგიის ქონა ირანის კანონიერი და ცხადი უფლებაა და ირანელებს არ სურთ არავისთან მოილაპარაკონ მათ ხელშეუვალ უფლებაზე. ირანმა გასულ ოთხშაბათს გადასცა გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ წევრს და გერმანიას წინადადების პაკეტი, რომლის მიზანია დააწყნაროს დასავლეთის შეშფოთება თეირანის ბირთვული პროგრამის გამო.
XS
SM
MD
LG