Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერნეტში ბინ ლადენის მორიგი აუდიო ჩანაწერი გამოჩნდა


გავრცელდა ალ-ყაიდის ლიდერის ოსამა ბინ ლადენის სავარაუდოდ, ახალი აუდიო-ჩანაწერი. გზავნილს ჰქვია ”განცხადება ამერიკის ხალხისთვის” და ის ალ-ყაიდის მხარდამჭერთა ვებ-საიტზე გამოქვეყნდა. აუდიო-ჩანაწერში, რომლის ნამდვილობის დადასტურება ჯერჯერობით შეუძლებელია, ბინ ლადენი ამბობს, რომ ალ ყაიდა ამერიკას უპირისპირდება იმის გამო, რომ შტატები ისრაელს უჭერს მხარს. ბინ ლადენი ერაყისა და ავღანეთის ომებს ”პრო-ისრაელურ ლობისა” და კორპორატიულ იტნერესებს აბრალებს. ბინ ლადენი აცხადებს, რომ ბარაკ ობამას არ შესწევს ძალა ამ კონფლიქტების შესაჩერებლად.
ბინ ლადენის წინა აუდიო-გზავნილი ივნისში გავრცელდა. ის მაშინ გმობდა ობამას, ვიდრე ის კაიროში გამოვიდოდა და აშშ-სა და მუსულმანურ სამყარის შორის ურთიერთობის გაუმჯობესების შესახებ ისაუბრებდა.
XS
SM
MD
LG