Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ვენესუელას იარაღისთვის 2,2 მილიარდ დოლარს ასესხებს


ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი აცხადებს, რომ რუსეთი თანახმაა ვენესუელას ასესხოს 2,2 მილიარდი დოლარი რუსული იარაღის შესაძენად - ტანკებისა და ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების ჩათვლით. კვირას ტელევიზიით გამოსვლისას, ჩავესმა განაცხადა, რომ ვენესუელა რუსეთისგან შეიძენს 92 ტე-72 ტანკსა და ეს-300 სარაკეტო სისტემას, რომლითაც შესაძლებელია საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდება. ჩავესის განმარტებით, ვენესუელა იარაღს იძენს იმის გამო, რომ სულ უფრო მზარდ საფრთხეს გრძნობს მეზობელი კოლუმბიის გადაწყვეტილების გამო, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება აშშ ჯარები მეტად დაუშვას კოლუმბიის ბაზებზე.
XS
SM
MD
LG