Accessibility links

logo-print

გაეროს ატომური უწყების ახალ ხელმძღვანელად იუკია ამანო დაამტკიცეს


იაპონელი დიპლომატი იუკია ამანო დღეს ოფიციალურად და ერთხმად დაამტკიცეს გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ახალ ხელმძღვანელად. ის შეცვლის მოჰამედ ელ ბარადეის, რომელიც ნოემბრის მიწურულს გადადგება გაეროს ატომური ენერგიის უწყების სათავეში 12 წელი მუშაობის შემდეგ. ამანო წელს ივლისში აირჩია გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს 35-წევრიანმა მმართველთა საბჭომ, მაგრამ ეს არჩევანი ოფიციალურად უნდა დაემტკიცებინა 150-ვე წევრ სახელმწიფოს გენერალურ კონფერენციაზე. გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური კონფერენცია დღეს ვენაში დაიწყო.
XS
SM
MD
LG