Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში 4 სკინჰედი დააკავეს სინაგოგაზე თავდასხმის გამო


რუსეთში 4 სკინჰედი დააკავეს ქალაქ ხაბაროვსკში სინაგოგისთვის თვითნაკეთი ხელყუმბარების, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლის გამო. ოფიციალური პირების ცნობით, სკინჰედებმა რასისტული დანაშაულების გამომძიებელი პოლიციელის სახლსაც ესროლეს. შაბათს ღამით განხორციელებული ორი თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. უფლებადამცავი ორგანიზაციების განცხადებით, რასისტული დანაშაულები რუსეთში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG