Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში პროტესტს გამოთქვამენ ევროკავშირისა და სერბიის შეთანხმების გამო


კოსოვოში ასობით ეთნიკური ალბანელი გამოთქვამს პროტესტს კოსოვოში ევროკავშირის მისიის შესახებ ევროკავშირს და სერბიას შორის ინფორმაციის გაცვლაზე შეთანხმების გაფორმების გამო. პარასკევს ხელმოწერილი ოქმები ეხება პოლიციის საქმიანობას და ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ბრძოლას. ეთნიკური ალბანელი დემონსტრანტების შეფასებით, შეთანხმება სერბიას აწვდის ინფორმაციას კოსოვოს საშინაო საქმეებზე. კოსოვოს სერბიისაგან დამოუკიდებლობა აქვს გამოცხადებული, მაგრამ სერბია არ ცნობს მის დამოუკიდებლობას.
XS
SM
MD
LG