Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამ ბრიტანელ მუსულმანს აფეთქებების მოწყობის მცდელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა


სამ ბრიტანელ მუსულმანს, რომლებიც ტრანსატლანტიკური ავიალაინერების ჩამოგდებას აპირებდნენ თვითნაკეთი, თხევადი ასაფეთქებელი ნივთიერებით, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. 2006 წელს მათ დაკავებას მთელს მსოფლიოში მოჰყვა თვითმფრინავით მგზავრობის წესების გამკაცრება. ლონდონში, სასამართლო პროცესზე დღეს მოსამართლის მიერ გაკეთებული განცხადებით, დაგეგმილი იერიშები 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების მასშტაბის იყო. სამივე ბრიტანელ მუსულმანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ამასთან, აბდულა აჰმედ ალი პატიმრობის, სულ ცოტა, 40 წელს მოიხდის, ასად სარვარი 36, ხოლო ტანვირ ჰუსეინი 32 წელს.
XS
SM
MD
LG