Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში პატიმრობა მიუსაჯეს ალექსანდრ ხაჩიროვს საქართველოსთვის ჯაშუშობის გამო


რუსეთში 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს მამაკაცს, რომელიც დამნაშავედ სცნეს საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში. სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსანდრ ხაჩიროვი 2004 წლიდან თბილისს აწვდიდა ინფორმაციას ცხინვალის რეგიონში და მის გარშემო რუსი სამხედროებისა და მშვიდობისდამცველების გადაადგილების შესახებ. გასულ თვეში რუსეთში, საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდების საფუძველზე, 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს პოლკოვნიკ მიხაილ ხაჩიძეს.
XS
SM
MD
LG