Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოდარ დუმბაძის ნეშტი მთაწმინდაზე დაკრძალეს


ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მწერლის ნეშტი ბავშვთა ქალაქ ”მზიურის” ტერიტორიიდან მთაწმინდაზე, მამა დავითის ტაძარში 13 სექტემბერს გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდიც შედგა. ნოდარ დუმბაძე 25 წლის წინ, 1984 წლის 14 სექტემბერს გარდაიცვალა. თბილისის მერია მწერლის საფლავის მოსაწყობად სპეციალურ კონკურსს გამოაცხადებს.
XS
SM
MD
LG