Accessibility links

logo-print

თბილისში შეხვედრებს მართავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე


საქართველოში იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპის და ევრაზიის საკითხებში თინა კეიდენაუ, რომელმაც ამ პოსტზე მეთიუ ბრაიზა შეცვალა. ამერიკელი დიპლომატის პირველი ვიზიტი საქართველოში გაცნობითი ხასიათისაა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებული აქტიური პოლიტიკური მოვლენების ფონზე, საინტერესოა იმის გაგება, თუ ”რას ფიქრობს ქართველი ხალხი”. 2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში იმართება შეხვედრები როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის პოსტზე დამტკიცებამდე, თინა კეიდენაუ იყო ამერიკის ელჩი კოსოვოში. მის კარიერაში თბილისი საქართველოსთვის სასარგებლო გამოცდილებას ხედავს.
XS
SM
MD
LG