Accessibility links

logo-print

კანონპროექტი ”ლუსტრაციის შესახებ” - გზა ”დეკომუნიზმიზაციისკენ”?


გელა ნიკოლაიშვილი (მარცხნივ) და გია თორთლაძე

გელა ნიკოლაიშვილი (მარცხნივ) და გია თორთლაძე

დეპუტატი გია თორთლაძე ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი 2006 წელსაც იყო, როცა ის ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” წევრი გახლდათ. მაშინ უმრავლესობამ ოპოზიციური ფრაქციის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. ერთ-ერთ მიზეზად სუკის სრული არქივების მიუწვდომლობა დასახელდა. ორი დღის წინ, 1 სექტემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კიდევ ერთხელ ოფიციალურად იყო ინიცირებული კანონპროექტი "ყოფილი საბჭოთა კავშირის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების, კომუნისტური პარტიისა და ლენინური კომკავშირის მაღალი თანამდებობის პირების რეგისტრაციის, ნებაყოფილობითი აღიარებისა და რეესტრის წარმოების შესახებ" კანონპროექტი, იგივე "ლუსტრაციის შესახებ" კანონრპოექტი. ინიციატორი ახლაც დეპუტატი გია თორთლაძეა. დოკუმენტის წარმოდგენის მიზეზად განმარტებით ბარათში სახელდება ”ყოფილი საბჭოთა კავშირის სპეციალური სამსახურებისა და მისი სამართალმემკვიდრეების ჯერ კიდევ ძლიერი გავლენა ქართულ შიდა პოლიტიკაზე”. დამტკიცების შემთხვევაში, კანონით დადგენილი მიზნების მისაღწევად პრეზიდენტი ქმნის კომისიას, რომელშიც საქართველოს პარლამენტის ფრაქციები თითო წევრს წარადგენენ. თუმცა, კანონპროექტის ინიციატორის აზრით, კომისიის შემადგენლობა იქნება სამომავლო განსჯის ერთ-ერთი მთავარი საგანი იმისათვის, რომ ის წარმომადგენლობითი და სანდო იყოს. არსებული პროექტით განსაზღვრულია თანამდებობები, რომლებზეც ვერ დაინიშნებიან პირები, ვინც 1991 წლის 9 აპრილამდე საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურის საიდუმლო თანამშრომლები, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოფიცრები, კომოპარტიისა და კომკავშირის მაღალჩინოსნები იყვნენ. კანონპროექტის განხილვა სულ მალე დაიწყება და შესაბამისად, იქნება არაერთი გამოხმაურებაც საზოგადოებიდან და პოლიტიკური ძალების მხრიდან, დაისმება არაერთი შეკითხვა. ამ ეტაპზე კი ნინო გელაშვილმა სადისკუსიო მაგიდასთან მიიწვია ”ლუსტრაციის შესახებ” კანონპროექტის ინიციატორი გია თორთლაძე და უფლებადამცავი გელა ნიკოლაიშვილი:
XS
SM
MD
LG