Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაათავისუფლეს ერაყელი ჟურნალისტი, რომელმაც ფეხსაცმელი ესროლა ჯორჯ ბუშს


ერაყში გაათავისუფლეს ტელერეპორტიორი მუნთაზერ ალ-ზაიდი, რომელიც დაპატიმრებული იყო იმის გამო, რომ ფეხსაცმელები ესროლა შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს. ალ-ზაიდი, რომელმაც 9 თვე დაჰყო ციხეში, დღეს გამოუშვეს. მან პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ფეხსაცმელის სროლით პროტესტი გამოხატა შეერთებული შტატების მიერ ერაყის, მისი თქმით, “ოკუპირების” წინააღმდეგ. ერაყელ რეპორტიორს თავდაპირველად სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს უცხო სახელმწიფოს მეთაურის შეურაცხყოფის გამო, მაგრამ მოგვიანებით განაჩენი ერთ წლამდე შემცირდა. კარგი ყოფა-ქცევისთვის ჟურნალისტი 9 თვეში გამოუშვეს ციხიდან.
XS
SM
MD
LG