Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარგზავნილი მოლაპარაკებას აწარმოებს ისრაელის დასახლებების საკითხზე


დღეს იერუსალიმში გაიმართა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის წარგზავნილის, ჯორჯ მიჩელისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოლაპარაკება, მაგრამ მხარეებმა, როგორც ჩანს, ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ისრაელის მიერ დასახლებების მშენებლობის შეჩერების საკითხზე. შეერთებული შტატები ისრაელისაგან მოითხოვს, შეაჩეროს მშენებლობა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში, რათა შესაძლებელი გახდეს პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკების განახლება. მოლაპარაკება დეკემბერში შეწყდა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი არ ააშენებს ახალ დასახლებებს, მაგრამ გააგრძელებს პროექტებს, რომელთა განხორციელებაც დაწყებული აქვს. პალესტინელები კი გამორიცხავენ მოლაპარაკების განახლებას, ვიდრე ბოლო არ მოღებია დასახლებების მშენებლობას. შეერთებული შტატების წარგზავნილი დღესვე უნდა შეხვდეს პალესტინელების ლიდერ მაჰმუდ აბასს.
XS
SM
MD
LG