Accessibility links

რუსეთი აფხაზეთის “საზღვაო საზღვრების” დაცვას აპირებს


რუსეთის უშიშრობის ფედერალური სამსახურის წარმომადგენელის განცხადებით, ამ სამსახურის სანაპირო დაცვა აფხაზეთის “საზღვაო საზღვრების” დამრღვევ გემებს დააკავებს. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო უწყების სანაპირო დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ვიქტორ ტრუფანოვმა ამის შესახებ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია რუსეთის ფედერაციას და აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
XS
SM
MD
LG