Accessibility links

logo-print

ევროკავშირი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობის განმტკიცებას გეგმავს


ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ბრიუსელში განაცხადეს, რომ ევროკავშირი აპირებს უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაამყაროს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანასთან. მინისტრებმა ევროკომისიას მიმართეს თხოვნით, მოამზადოს მანდატები ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ორმხრივ შეთანხმებებზე საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკების დასაწყებად. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება ახალი ინსტრუმენტია, რომელიც ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების ურთიერთობის ორმხრივ გეგმებს შეცვლის. ევროკომისარმა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში, ოლი რენმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოლაპარაკების შესახებ მანდატების პროექტები ნოემბერში მომზადდება.
XS
SM
MD
LG