Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ”ღორის გრიპის” კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა


საქართველოში H1N1ვირუსის 21-ე შემთხვევა გამოვლინდა. ამჯერად დაავადებულია ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ესპანეთში იმყოფებოდა. ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და ის მკურნალობას სახლში განაგრძობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ მომდევნო თვეებში მოსალოდნელია ეგრეთ წოდებული ღორის გრიპის შემთხვევების მატება. თუმცა საქართველოში არსებობს საჭირო პრეპარატების საკმარისი მარაგი.
XS
SM
MD
LG