Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა დაიწყო


15 სექტემბერს დაიწყო თურქეთთან დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა. მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიაში, გარდაბანში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მონაწილეობდა. პრეზიდენტის თქმით, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საქართველო არის ”ყველაზე უფრო დამოუკიდებელი და დივერსიფიცირებული ენერგეტიკულად”, მაგრამ, ამ ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მეშვეობით, საქართველო მომავალში კიდევ უფრო დაცული იქნება ენერგომომარაგების კუთხით. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში საქართველოში დაიწყება ჰიდროელექტროსადგურების მასშტაბური მშენებლობა, რადგანაც ამ მხრივ ქვეყნის პოტენციალი არასაკმარისად არის გამოყენებული. აქვე აღინიშნა, რომ ამ მშენებლობებზე უახლოეს წლებში საქართველოს ათეულობით ათასი მოქალაქე დასაქმდება.
XS
SM
MD
LG