Accessibility links

logo-print

ბოსნიელი სერბების ყოფილ პრეზიდენტს ვადამდე გაათავისუფლებენ პატიმრობიდან


ჰააგის სამხედრო ტრიბუნალმა დაამტკიცა გადაწყვეტილება პატიმრობიდან ბოსნიელი სერბების ყოფილ პრეზიდენტ ბილიანა პლავშიჩის ვადამდე განთავისუფლების შესახებ. სერბიის მედიის ინფორმაციით, პლავშიჩს ოქტომბრის ბოლოს შეეძლება ციხის დატოვება, 11-წლიანი პატიმრობის ორი მესამედის მოხდის შემდეგ. პლავშიჩს 2003 წლის თებერვალში გამოუტანეს განაჩენი ბოსნიის 1992-95 წლების ომში ჩადენილი, კაცობრიობის წინაშე დანაშაულებში ბრალდების საფუძველზე. პლავშიჩმა თავი დამნაშავედ სცნო.
XS
SM
MD
LG