Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ანგარიშის თანახმად, ისრაელმა ღაზაში ოპერაციის დროს საერთაშორისო სამართალი დაარღვია


გაეროს “ფაქტების მომძიებელი ანგარიშის” თანახმად, ისრაელმა დაარღვია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ღაზის სექტორში 8 თვის წინანდელი ოპერაციის დროს. გაეროს გამომძიებლის, რიჩარდ გოლდსტოუნის თქმით, მისიამ დაასკვნა, რომ ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ძალების ქმედებები საომარ დანაშაულს უტოლდება და შეიძლება, ზოგიერთ შემთხვევაში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულსაც კი წარმოადგენს. ანგარიში გამოყოფს მტკიცებულებებს, რომ ისრაელის არმია განზრახ ესხმოდა თავს სამოქალაქო მოსახლეობას, წინასწარ არ ზრუნავდა სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის შემცირებისთვის და მოჰყავს ასევე ფაქტები, რომ ისრაელის არმია არღვევდა ჟენევის კონვენციას. ისრაელმა დაუყოვნებლივ უპასუხა ანგაშირს, როგორც ცალმხრივს, აღნიშნა რა, რომ მასში უგულებელყოფილია ათასობით სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე ჰამასის მხრიდან.
XS
SM
MD
LG