Accessibility links

16 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო სახალხო დამცველი სოზარ სუბარი. ოთხშაბათს სახალხო დამცველის თანამდებობაზე მისი მუშაობის ვადა იწურება. სუბარმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა ბევრ სფეროში იყო სახელმწიფოს გამიზნული პოლიტიკა. ასეთებად სახალხო დამცველი ასახელებს: სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, პოლიტიკური ოპოზიციის დევნა, განსხვავებული აზრის დევნა, საზოგადოებაში შიშის დანერგვა, სასამართლოს მორჩილება აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პროკურატურისადმი, პარლამენტის უფუნქციობა, ხელისუფლების დაყოფის პრინციპის უმოქმედობა, თვითმმართველობის ჩაკვდომა. სახალხო დამცველის შეფასებით, ძალიან დაბალია მისი რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი - 13%. რადიო თავისუფლების ეთერში სუბარმა გაიხსენა რამდენიმე კონკრეტული საქმე, რომლებზე სინამდვილის დადგენაშიც განაცხადა აგრეთვე, რომ თანამდებობაზე ყოფნას დაასრულებს საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებით აფრასიძეების საქმეზე. ”ეს იქნება, ალბათ, ბოლო დასკვნა ჩემი ხელმოწერით” - განაცხადა სუბარმა.
XS
SM
MD
LG