Accessibility links

logo-print

გარემოვაჭრეებმა თბილისში საპროტესტო აქცია გამართეს


16 სექტემბერს თბილისის მერიასთან გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აცია გამართეს. ისინი დედაქალაქის მერს გიგი უგულავას „დინამოს“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობის უფლების აღდგენას სთხოვენ. ხსენებულ ტერიტორიაზე ვაჭრობა პოლიციის თანამშრომლებმა მათ 20 აგვისტოს აუკრძალეს. თუმცა, აქციის მონაწილეების თქმით, ვაჭრობის აკრძალვა შერჩევით მოხდა, რადგანაც ”დინამოს” სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა სრულად არ აკრძალულა.
XS
SM
MD
LG