Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოზარ სუბარს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა


16 სექტემბერს სახალხო დამცველის პოსტზე მუშაობის 5-წლიანი უფლებამოსილების ვადა ამოეწურა სოზარ სუბარს. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს მოღვაწეობას ყოფილი სახალხო დამცველი. წინასწარი ინფორმაციით, ის ან არასამთავრობო სექტორში დასაქმდება, ანდა პოლიტიკური მოღვაწეობის გზას აირჩევს. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ მას უკვე აქვს შერჩეული მომავალი საქმიანობა და ამის შესახებ საზოგადოება მალე შეიტყობს. სახალხო დამცველის პოსტზე სოზარ სუბარს შეცვლის გიორგი ტუღუში, რომლის კანდიდატურაც პარლამენტმა 31 ივლისს დაამტკიცა.
XS
SM
MD
LG