Accessibility links

logo-print

ევროპის კომისიის თავმჯდომარედ მანუელ ბაროზუ დაამტკიცეს


ევროპის პარლამენტმა დღეს ევროპის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მეორე ხუთწლიანი ვადით აირჩია მანუელ ბაროზუ. ბაროზუმ 382 ხმა მიიღო 219-ის წინააღმდეგ. 117-მა თავი შეიკავა. კენჭისყრაში 718-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეოა. პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბაროზუ ამ თანამდებობაზე პირველად 2004 წლის ნოემბერში აირჩიეს. მან ამ პოსტზე იტალიელი რომანო პროდი შეცვალა.
XS
SM
MD
LG