Accessibility links

გროზნოში თვითმკვლელმა ქალმა აიფეთქა თავი


ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში თავი აიფეთქა ახალგაზრდა თვითმკვლელმა ქალმა. ხელისუფლების თანახმად, ქალი გროზნოს მთავარ ქუჩაზე მდგარ პოლიციის მანქანას მიუახლოვდა და აამოქმედა ასაფეთქებელი მოწყობილობა. ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, რუსლან ალხანოვის თქმით, ორი პოლიციელი და ოთხი სამოქალაქო პირი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG