Accessibility links

logo-print

2009 წლის პირველ ნახევარში საქართველოში უცხოური ინვესტიციები 80 პროცენტით შემცირდა


დღეს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2009 წლის პირველ ნახევარში საქართველოში უცხოური ინვესტიციები 80 პროცენტით შემცირდა. საქართველოს სტატისტიკური სამმართველოს ცნობით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 226 მილიონ დოლარამდე დაეცა. 2008 წლის პირველი ნახევრის შესაბამისი მაჩვენებელი 1,15 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 2009 წლის პირველ ნახევარში ყველაზე დიდი ინვესტორი იყო არაბეთის გაერთიანებული საამიროები. შემდეგ მოდიან დიდი ბრიტანეთი და თურქეთი.
XS
SM
MD
LG