Accessibility links

logo-print

უზნაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი პოლიციელებიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა


ადრე ქურდობისა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ნასამართლევმა პირმა, რომელიც დღეს პოლიციელებმა უზნაძის ქუჩაზე ყაჩაღობის ფაქტზე დააკავეს, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ძველი თბილისის რაიონის სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებს. როგორც მიხეილის სახელობის კლინიკური საავადმყოფოდან იტყობინებიან, პოლიციის ერთი თანამშრომელი ქირურგიული ოპერაციის დროს გარდაიცვალა. პოლიციელი გულ-მკერდის არეში იყო დაჭრილი. მეორე დაჭრილ პოლიციელს ერთი ოპერაცია გაუკეთდა მუცლის ღრუში. მესამე დაჭრილი პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
XS
SM
MD
LG