Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის წარმომადგენელი ავღანეთის არჩევნებში 1,5 მილიონი ხმის შესაძლო გაყალბებაზე აცხადებს


ევროკავშირის არჩევნებზე დაკვირვების მისიის ხელმძღვანელი თვლის, რომ ავღანეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მილიონნახევარი ხმა, შესაძლოა, გაყალბებული იყოს და გამარჯვების შესახებ ნებისმიერი განცხადება ნაადრევია. მისიის ხელმძღვანელმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს განუცხადა: ”ჩვენ შევეცადეთ თავიდან აგვეცილებინა მასობრივი გაყალბება. ჩვენ ეს ვერ შევძელით. ახლა კი ვადასტურებთ, რომ მასობრივი გაყალბება იყო და ვთხოვთ ავღანეთის ხელისუფლებას შედეგების დამტკიცებამდე გამოიძიოს ეს შემთხვევები”. კარზაის საარჩევნო შტაბი ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს. ავღანეთის საარჩევნო კომისიის წევრი ალი ნაჯაფიც აკრიტიკებს ევროკავშირის მისიას საჩივრების განხილვის დასრულებამდე ასეთი განცხადებისთვის. ევროკავშირის მისიის განცხადება ავღანეთის არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას, რომლის თანახმადაც კარზაიმ პირველ ტურშივე მოიგო არჩევნები. შედეგები საბოლოოდ მას შემდეგ გამოცხადდება, როცა მას არჩევნების გაყალბებაზე დამკვირვებელი ცალკე უწყება დაადასტურებს.
XS
SM
MD
LG