Accessibility links

ირანში პარასკევისთვის საპროტესტო მსვლელობა იგეგმება


ირანის ოპოზიციის სამი წამყვანი ფიგურა: ყოფილი პრეზიდენტი მოჰამად ხათამი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატები - ყოფილი პრემიერ-მინისტრი მირ ჰოსეინ მუსავი და მეჰდი ქერუბი აცხადებენ, რომ მონაწილეობას მიიღებენ პარასკევს დაგეგმილ პრო-პალესტინურ საპროტესტო მსვლელობაში. ეს პირველი მასობრივი გამოსვლა იქნება თეირანში 9 ივლისის შემდეგ. ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აფრთხილებს აქციის ინიციატორებსა და სავარაუდო მონაწილეებს ეს შეკრება არ იყოს გამოყენებული რაიმე სხვა მიზნისთვის პალესტინელების მიმართ სოლიდარობის გამოხატვის გარდა.
XS
SM
MD
LG