Accessibility links

logo-print

”უოლ სტრიტ ჯორნალი”: აშშ უარს იტყვის ანტი-სარაკეტო სისტემაზე


”უოლ სტრიტ ჯორნალი” წერს, რომ თეთრი სახლი თაროზე შემოდებს ბუშის ადმინისტრაციის გეგმებს პოლონეთსა და ჩეხეთში ანტისარაკეტო სისტემის განლაგების შესახებ. გაზეთი ვინაობას არ აზუსტებს, მაგრამ წერს, რომ აშშ ხელისუფლების ახლანდელ და ყოფილ წარმომადგენლებს ეყრდნობა, რომელთა თქმითაც, აშშ თავის გადაწყვეტილებას იმით ახსნის, რომ ”ირანის შორი მოქმედების რადიუსის სარაკეტო პროგრამა ისე სწრაფად არ განვითარდა, როგორც მოსალოდნელი იყო, რითაც შემცირდა აშშ-სა და ევროპის ძირითადი ქალაქების მიმართ არსებული საფრთხე”. ”უოლ სტრიტ ჯორნალის” თანახმად, საკითხის შესწავლის შედეგები მომავალ კვირაში გამოქვეყნდება, როცა ამოიწურება პრეზიდენტ ობამას მიერ დადგენილი 60 დღიანი ვადა.
XS
SM
MD
LG