Accessibility links

logo-print

ჟენევაში მოლაპარაკებების მეშვიდე რაუნდი დაიწყო


ჟენევაში მიმდინარეობს კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონსულტაციების მორიგე, მე-7 რაუნდი. საქართველოს დელეგაცია, სხვა საკითხებთან ერთად, ჟენევის მოლაპარაკებაზე განიხილავს გაეროს გენერალური ასამბლეის ბოლო რეზოლუციის რეკომენდაციების შესრულების საკითხს, რაც სეპარატისტულ რეგიონებში დევნილთა დაბრუნების გრაფიკის შემუშავებას ითვალისწინებს. რუსული მხარე კი სოხუმისა და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად, წინასწარი ინფორმაციით, აპირებდა განხილვის მთავარ თემად აქციოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ქართული მხარის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების განხილვა.
მოლაპარაკებებში ქართულ და რუსულ მხარეებთან ერთად აშშ-ის, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობენ. აშშ-ს მხრიდან კონსულტაციებში დღეს პირველად მონაწილეობს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე თინა კეიდენაუ, რომელმაც ამ თანამდებობაზე მეთიუ ბრაიზა შეცვალა.
XS
SM
MD
LG