Accessibility links

logo-print

მოლდავეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად მიჰაი გიმპუ დაამტკიცეს


მოლდავეთის საკნოსტიტუციო სასამართლომ მიჰაი გიმპუ დაამტკიცა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად, რითაც უარყო ოპოზიციონერი კომუნისტების საჩივარი. გიმპუ პარლამენტის თავმჯდომარეა და ლიდერი პრო-ევროპული კოალიციისა, რომელმაც ივლისის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. გიმპუ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა კომუნისტ პრეზიდენტ ვლადიმირ ვორონინის შემდეგ, რომელიც გასულ კვირაში გადადგა. დღესვე გიმპუმ პრემიერ-მინისტრად დაასახელა არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ვლად ფილატი. მას 15 დღე ეძლევა ახალი მთავრობის შესაქმნელად.
XS
SM
MD
LG