Accessibility links

logo-print

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აშშ უარს ამბობს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემაზე


ჩეხეთის პერმიერ-მინისტრ იან ფიშერის განცხადებით, მას აშშ-ის პრეზიდენტმა შეატყობინა, რომ ვაშინგტონი უარს ამბობს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტების ჩეხეთის რესპუბლიკაში განთავსების გეგმაზე. ამ შინაარსის განცხადება ფიშერმა გააკეთა საგანგებო პრეს-კონფერენციაზე პრაღაში პრეზიდენტ ობამასათან წუხანდელი სატელეფონო საუბრის შემდეგ. ფიშერის განცხადებით: "შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ტელეფონით დამიკავშირდა, რათა შეეტყობინებინა, რომ მისი მთავრობა უარს ამბობს ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ანტისარაკეტო თავდაცვის რადარის განთავსების გეგმაზე.” უფრო ადრე გაზეთი “უოლ სტრის ჯორნალი” იუწყებოდა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსების გეგმის განხორციელება გადაიდო, რადგან ირანში იმაზე უფრო ნელა მიმდინარეობს გრძელ რადიუსში მოქმედი რაკეტების შექმნის პროცესი, ვიდრე ადრე ვარაუდობდნენ. რუსეთი წინააღმდეგობას უწევდა ანტისარაკეტო სისტემის ელემენტების ჩეხეთსა და პოლონეთში განთავსებას. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ვარაშავისთვის ცნობილია შეერთებული შტატების საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ მოიცდის ოფიციალურ განცხადებამდე, რომელსაც შეერთებული შტატები დღეს, მოგვიანებით გააკეთებს (თბილისის დროით 18:30 საათზეა მოსალოდნელი აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ბრიფინგი).
XS
SM
MD
LG