Accessibility links

logo-print

ცხინვალში წიგნების დაწვის ფაქტს რადიო თავისუფლებას თვითმხილველი უდასტურებს


”ჩემს გარდა, უამრავმა ადამიანმა ნახა, როგორ წვავდნენ ცხინვალის უნივერსიტეტიდან გამოტანილ წიგნებს. წიგნებს ქუჩაში წვავდნენ, მათ შორის ქართულ წიგნებიც იყო”, - აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ცხინვალში გამომავალი გაზეთის ”21-ე საუკუნის” რედაქტორი თემურ ცხოვრებოვი. ის ამ ფაქტს ”ბარბაროსობას” უწოდებს და ყველაფერში უნივერსიტეტის რექტორს თეიმურაზ კოკოითს ადანაშაულებს. თავის მხრივ, თეიმურაზ კოკოითი თავის მართლებას ცდილობს, დაწვის ფაქტს უარყოფს და წიგნების შენობიდან გამოტანას დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებით ხსნის. ცხინვალში წიგნების დაწვის თაობაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური კომენტარი გააკეთა. ”გავიხსენოთ, თუ როგორ ანაცვლებდნენ ნაციზმისა თუ საბჭოური იდეოლოგიის აპოლოგეტების ნაშრომებით ჰუმანისტებისა და ფილოსოფოსების ქმნილებებს. თუმცა გულმავიწყებს შევახსენებდით, როგორი აღსასრული ჰქონდათ იმ რეჟიმებს და მათ მიმდევრებს, რომლებიც ასეთ კაცთმოძულე პროპაგანდისტულ თამაშს ეწეოდნენ”, - ვკითხულობთ უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG