Accessibility links

logo-print

დაჭრილი პოლიციელები საავადმყოფოში რჩებიან


ჯერ ისევ მძიმეა უზნაძის ქუჩაზე დაჭრილი პოლიციელის გიორგი თაბორიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის ამჟამად რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, სადაც ის 16 სექტემბერს ღამით გადაიყვანეს. შედარებით გაუმჯობესდა ასევე უზნაძის ქუჩაზე დაჭრილი მეორე პოლიციელის - მიხეილ ბარამიძის - ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის რეანიმაციული განყოფილებიდან უკვე პალატაში გადაიყვანეს. ავადმყოფი ამჟამად სამედიცინო ინსტიტუტის ალადაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება. 16 სექტემბერს მომხდარ ინცინდენტს ერთი პოლიციელის - გივი აფციაურის სიცოცხლე შეეწირა. არსებული ინფორმაციით, ძველი თბილისის რაიონის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გივი აფციაური, მიხეილ ბარამიძე და გიორგი თაბორიძე უზნაძის 60 ნომერთან ყაჩაღობის ფაქტის დაფიქსირებისას მივიდნენ. რატი რეხვიაშვილმა, რომელიც ქალისთვის ჩანთისა და ძვრიფასეულობის წართმევას ცდილობდა, პოლიციელები დანით დაჭრა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, რატი რეხვიაშვილს სამუდამო პატიმრობა შეეფარდება.
XS
SM
MD
LG