Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალკაცმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი თანამდებობიდან გადადგა. ”საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მიმდინარე შესარჩევ ციკლში არ უჩვენებია სახარბიელო შედეგი. აქედან გამომდინარე, იყო გამოწვეული გულშემატკივართა უკმაყოფილება, რაც ბუნებრივია... მე თავს უფლებას ვერ ვაძლევ, შევინარჩუნო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, ჩემი სურვილით დავტოვო ეს პოსტი”, - აღნიშნა ნოდარ ახალკაცმა 17 სექტემბერს ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. თუმცა, მისი თქმით, ”ფეხბურთის ფედერაციის მუშაობა არ შემოიფარგლება მხოლოდდამხოლოდ ეროვნული ნაკრების შედეგით”. ახალკაცის გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე ტელეკომპანია ”იმედის” ეთერით გადაიცა სიუჟეტი, რომელშიც საუბარი იყო სფფ-ის მიერ გაწეულ ”არამიზნობრივ ხარჯებზე”. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი რეზი არველაძე შეასრულებს.
XS
SM
MD
LG