Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომალიში თვითმკვლელი თავდამსხმელების ორი აფეთქება მოეწყო


სომალიში ისლამისტმა მეამბოხეებმა ორი აფეთქება მოაწყეს მოგადიშუს აეროპორტის მახლობლად, მეამბოხეების განცხადებით, მათი ერთ-ერთი ლიდერის მოკვლის გამო შურისძიების ნიშნად. ორივე აფეთქება თვითმკვლელებმა მოაწყეს დანაღმული ავტომანქანებით და ორივნ მიმართული იყო აფრიკის კავშირის სამშვიდობო ძალების სამხედრო ბაზის წინააღმდეგ. მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა, მაგრამ მოწმეების განცხადებით, აფეთქებების შედეგად, სულ ცოტა 6 მშვიდობისდამცველი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG