Accessibility links

რასმუსენი გამოვა მოხსენებით "ნატო და რუსეთი: ახალი დასაწყისი"


ნატოს გენერალური მდივანი პარასკევს (თბილისის დროით, 13:00 საათზე) გამოვა მოხსენებით რუსეთთან ალიანსის ურთიერთობის შესახებ. მოხსენების სათაურია “ნატო და რუსეთი: ახალი დასაწყისი”. ის ითვლება ალიანსის კურსის ამსახველ პირველ მოხსენებად, რომელსაც ანდერს ფოგ რასმუსენი წაიკითხავს მას შემდეგ, რაც გასულ თვეში სათავეში მოექცა ნატოს. ბოლო კვირებში რასმუსენი რამდენიმეჯერ გამოვიდა რუსეთთან ნატოს უფრო მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობისაკენ მოწოდებით.
XS
SM
MD
LG