Accessibility links

18 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნიკა ჩიტაძე, საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. საუბრის თემა იყო აშშ მთავრობის გადაწყვეტილება ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გეგმის შეცვლა. ნიკა ჩიტაძის აზრით, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ერთი მხრივ რუსეთში ამ ცვლილებას გამარჯვებად აღიქვამენ, მეორე მხრივ კი აშშ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსის მოადგილის - გენერალ კარტრაიტის განცხადება იმის შესახებ, რომ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები სადღაც კავკასიასთან ახლოს განთავსდება. ჩიტაძე ორ შესაძლო ვერსიას განიხილავს: პირველი - აშშ რუსეთთან ურთიერთობის განმუხტვის ფარგლებში რუსეთთან გარკვეულ დათმობაზე მიდის და შესაძლებელია სისტემები განალაგოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, როგორც ამას ადრე რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას პუტინი სთავაზობდა შტატებს ერთობლივად გაკონტროლების პირობით და მეორე - ვაშინგტონს, რომელიც შეშფოთებულია განმუხტვის პოლიტიკის შეთავაზების მიუხედავად რუსეთის მიერ იმპერიალისტური პოლიტიკის გაგრძელებით, სურს აჩვენოს რუსეთს, რომ რუსეთის ზეგავლენის ზონაში თავისი გავლენის კიდევ უფრო გაძლიერება შეუძლია.
XS
SM
MD
LG