Accessibility links

logo-print

ჰოლანდიელები თბილისში მაწანწალა ძაღლების და კატების თავშესაფარს აშენებენ


მაწანწალა ძაღლებისა და კატებისთვის თავშესაფრის მშენებლობის იდეა ჰოლანდიური კომპანია ,,დაჩდიზაინგარდენის” ინიციატივაა. თავშესაფარი კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ, 4 ათას კვადრატულ მეტრზე აშენდება. შენობა თავდაპირველად 120 ძაღლზე და 30 კატაზე იქნება გათვლილი, თუმცა, კომპანია მის გაფართოებასაც გეგმავს. მშენებლობა სექტემბრის ბოლოს უნდა დაიწყოს, თუმცა მანამდე კომპანიამ სახსრების მოზიდვა უნდა გააგრძელოს - ამ მიზნით ისინი დღეს არაფორმალურ წვეულებას მართავენ, სადაც უცხოელი დიპლომატები, მედიის წარმომადგენლები და ცხოველების მოყვარული საზოგადოება. ღონისძიებაზე დაგეგმილია ლატარიის გათამაშება და აუქციონის მოწყობა.

XS
SM
MD
LG