Accessibility links

logo-print

თბილისის თქმით, ჟენევაში რუსეთი ხისტ პოზიციას ავლენს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ”უკიდურესად ხისტსა” და ”არაკონსტრუქციულს” უწოდებს ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსეთისა და სეპარატისტული რეჟიმების მიერ გამოვლენილ პოზიციებს. მიუხედავად ამისა, ”ქართული მხარე კვლავ განაგრძობს აქტიურ მონაწილეობას ჟენევის მოლაპარაკებებში იმ მიზნით, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლების და ორგანიზაციების დაშვება, საერთაშორისო სამშვიდობო და საპოლიციო ძალების განლაგება, 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების ყველა, განსაკუთრებით კი მეხუთე პუნქტის შესრულება, ქვეყნის დეოკუპაცია და იძულებით გადაადგილებული ყველა პირისა და ლტოლვილის უსაფთხოდ და ღირსეულად დაბრუნება საკუთარ საცხოვრებელ სახლებში”, - ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG