Accessibility links

გრძელდება მუშაობა ძალის არგამოყენების პოტენციურ ხელშეკრულებაზე


ეუთოს ხედვით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-7 რაუნდის მთავარი ეფექტი იყო ის, რომ ”მოხდა შეხედულებების დეტალური გაზიარება ძალის არგამოყენების შესახებ პოტენციური ხელშეკრულების ელემენტებზე და საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაზე,” - განაცხადა ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესის თანათავმჯდომარემ, ეუთოს საგანგებო წარმომადგენელმა ხარლამპოს ხრისტოპულოსმა. ძალის არგამოყენების ხელშეკრულების პროექტი წარმოდგენილი იქნება 11 ნოემბერს, ჟენევის მოლაპარაკებების მე-8 რაუნდზე. ქართული მხარის პოზიციით, ძალის არგამოყენების პრინციპი უკვე დევს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაში, რასაც რუსეთმა და საქართველომ მოაწერეს ხელი. ახალი დოკუმენტის გაფორმება კი, შესაძლებელია მხოლოდ საქართველოსა და რუსეთს შორის და არა საქართველოსა და სეპარატისტულ რეჟიმებს შორის, რასაც ეს უკანასკნელები მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG