Accessibility links

მთავრობა ახალ ეკონომიკურ პროექტზე მუშაობს


პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის თქმით, ახალი ეკონომიკური პოლიტიკის შესამუშავებლად მთავრობის გუნდი უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს და ის სავარაუდოდ სექტემბრის ბოლომდე მომზადდება. ამ შინაარსის განცხადება პრემიერ-მინისტრმა 18 სექტემბერს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, ”ეკონომიკური სტიმულირების პაკეტმა და ფინანსურმა პაკეტმა გარკვეულწილად თავისი საქმე გააკეთა. ეკონომიკური ვარდნა შეჩერებულია და რეალურად უკვე გამოსწორების პროცესი იწყება”. ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის ინფორმაციით, ივნისიდან საქართველოში ფისკალურ ჭრილში ვითარების გაუმჯობესება და კრიზისის გავლენის შესუსტება შეინიშნება.
XS
SM
MD
LG