Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი მთავრობისგან ახალ ეკონომიკურ ინიციატივებს ელოდება


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 18 სექტემბერს ავლაბრის რეზიდენციაში პრემიერ-მინისტრი და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები მიიღო. საუბრის თემას წარმოადგენდა ახალი ეკონომიკური ინიციატივების პაკეტი, რომლის მომზადებაც პრეზიდენტმა მთავრობას უახლოესი მომავლის ამოცანად დაუსახა. ”გთავაზობთ, რომ უახლოეს დღეებში და კვირებში წარმოვადგინოთ შემდგომი ეტაპი ჩვენი ეკონომიკური პროგრამის, საკანონმდებლო და პრაქტიკული პოლიტიკური ასპექტები”, - აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. მისი განმარტებით, ”ეკონომიკური პროგრამის ახალი ეტაპი” მიზნად ისახავს ”უფრო მყარი გარანტიების” შექმნას ზოგადად საკუთრებისთვის, ინვესტიციებისთვის და ”უფრო მყარი გარანტიებისა და შესაძლებლობების შექმნა ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ გაიუმჯობესოს ეკონომიკური მდგომარეობა.” პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, ”საზოგადოების ჯიბე ჯერ კიდევ საკმაოდ ცარიელია” და ამიტომ, ვითარების გამოსასწორებლად, საჭიროა ”ენერგიული მუშაობა”.
XS
SM
MD
LG