Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი კმაყოფილებას გამოთქვამს ვაშინგტონის გადაწყვეტილების გამო


რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი მიესალმა შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, უარი თქვას ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების განვითარების ბუშისეულ გეგმაზე. მაგრამ ამავე დროს მან ვაშინგტონს მოუწოდა, მეტი ნაბიჯი გადადგას ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. სოჭში, ინვესტორების ფორუმზე გამოსვლისას, პუტინმა კმაყოფილება გამოთქვა პრეზიდენტ ობამას ბოლო გადაწყვეტილების გამო, "რომლითაც უარი ითქვა გეგმაზე, ევროპაში შეიქმნას ანტისარაკეტო თავდაცვის მესამე პოზიციური რაიონი. ეს ნაბიჯი, პუტინის თქმით, "კარგს გვაფიქრებინებს". "დიდი იმედი მაქვს, დასძინა, რუსეთის პრემიერმა, რომ ამ უაღრესად სწორსა და თამამ გადაწყვეტილებას სხვებიც მოჰყვება, მათ შორის რუსეთთან თანამშრომლობასა და რუსეთისთვის მაღალი ტექნოლოგიების მიწოდებაზე ყოველგვარი შეზღუდვების სრული გაუქმება, და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრთა გააქტიურება რუსეთის, ბელორუსიისა და ყაზახეთის ხარჯზე მისი გაფართოების მიზნით."
XS
SM
MD
LG